Wednesday, May 4, 2016

რეფლექსია დღე მერვე

მერვე დღეს გადავამოწმეთ პროექტის გეგმა, დამხმარე საშუალებები, პრეზენტაცია, ბროშურა. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, შეფასების სქემაზე. დავაზუსტეთ ჩვენი პრეზენტაციის ( მომავალი ტრენინგის) მოთხოვნა, საჭიროებები... მივიღეთ რეკომენდაციები ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენისთვის.

Monday, April 25, 2016

რეფლექსია დღე მეშვიდე

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ საპრეზენტაციო დოკუმენტზე. განვიხილეთ როგორ დავადოთ ხმა და ჩავსვათ ვიდეო ეკრანული გამოსახულების პრეზენტაციაში. ტრენერმა გაგვაცნო 10 დიზაინერული რჩევა ეფექტური პრეზენტაციის მოსამზადებლად. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Wednesday, April 20, 2016

რეფლექსია დღე მეექვსე

დღეს ვისაუბრეთ მულტიმედიურ საშუალებებზე. ცენზურის ალბათობაზე, ავღნიშნეთ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მრავალფეროვნება. ასევე ამ ინფორმაციის სანდოობის დადგენის აუცილებლობა. დავადგინეთ ვებრესურსების კრიტიკული შეფასების 4 სხვადასხვა დონე. არსებული საიტების შეფასებაში დაგვეხმარება ფორმალური ინდიკატორები, კრიტიკული აზროვნება, პროპაგანდის ტექნიკა, გამოსახულებები. გავეცანით , ვებსაიტის მისამართს, შექმნის თარიღს, დამახასიათებელ სიტყვებს, ფორმალურ ინდიკატორებს. გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს. თუ რა არის საავტორო უფლება? ის რაც საავტორო უფლებით არ არის დაცული, მითითებებს მოსწავლისთვის და მითითებებს მასწავლებელბისთვის.

Monday, April 18, 2016

რეფლექსია დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღემაც კარგად ჩაიარა. დავამთავრეთ ბროშურა, გავაგრძელეთ მუშოაბა სამუშაო გეგმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო შეფასების რუბრიკები. განვსაზღვრეთ რომელი აქტივობა როგორ შეგვეფასებინა.

Wednesday, April 13, 2016

რეფლექსია დღე მეოთხე

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავაკეთეთ ბროშურა. ვისწავლეთ გუგლის ფორმის შევსება და დრაივზე ატვირთვა. ჩვენი შექმნილი ფორმა გავუზიარეთ ტრენინგის მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე.

Monday, April 11, 2016

რეფლექსია დღე მესამე

დღეს, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია. ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ჩავწერეთ: პროექტის შინაარსი,საგნობრივი სტანდარტები,პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

Wednesday, April 6, 2016

რეფლექსია დღე მეორე

დღეს განვიხილეთ ჩვენი კურსის მეორე მოდულის უმთავრესი საკითხი, ეს არის მიმართულების მიმნიჭებელი საკვანძო კითხვები: ზოგადი კითხვები, შინაარსობრივი და თემატური კითხვები. ვისაუბნრეთ მათ მნიშვნელობაზე. თუ როგორ ეხმარება მასწავლებლებს ზოგადი კითხვები. კითხვების საშუალებით მოსწავლე მიგვყავს საორიენტაციო მიმართულებით შედეგებამდე. განვიხილეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ ბროშურაზე.